“არ ვეთანხმებით, როდესაც ენას იჩლექს ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი, რომელსაც ერიდება, რუსეთზე თქვას ის, რაც სათქმელია. მტერი რომელიც თუ ვინმეს მტერია, ჩვენი მტერია საუკუნეების განმავლობაში.

ეს ხელისუფლება არის გარეთ მხდალი, შინ ძლიერი. მოვითხოვთ, რომ მკაფიოდ გაესვას ხაზი, ზოგადად, მთელ ამ კონტექსტში, ვინ არის აგრესორი, მხარდაჭერა იყოს მკაფიო უკრაინისადმი”

ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე TV კავკასიასთან საუბრისას პარლამენტთან გამართულ აქციაზე. დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან გააპროტესტეს ქართული ოცნების მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუაცხადეს.