„ხომ იძახდნენ ცხელი შემოდგომა იქნებაო, შემოდგომის ერთი თვე უკვე გავიდა და რაღაც არ ცხელა, პოლიტიკურად ვგულისხმობ და როდის აპირებენ ცხელი შემოდგომის დაყენებას?”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. ბურჯანაძე აკრიტიკებს ოპოზიციურ სპექტრს და აღნიშნავს, რომ არ სჯერა რომ ოპოზიცია რამეს მიაღწევს, რადგან პოტენციური ამომრჩეველი ვერ ხედავს ოპოზიციურ პარტიებში თავის თავს და თავის სურვილებს.
“ოქტომბერი და ნოემბერი დარჩა, დღეს უკვე უნდა იგრძნობოდეს პოლიტიკურ სპექტრში, უნდა იყოს მიმდინარეობდეს გამალებული კონსულტაციები და სამწუხაროდ, იცით ვფიქრობდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, ეგება ისინი მაინც მართავენ ინტენსიურ კონსულტაციებს-მეთქი და რამე ჭკვიანური მოაფიქრდეთ-მეთქი, მაგრამ ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირადი საუბრები, პირადი შეხვედრები და ა.შ. ამბობს იმას, რომ პრაქტიკულად, ერთმანეთშიც არ ლაპარაკობენ ის პარტიები, ვინც მეტ-ნაკლებად ერთად ჩანან ხოლმე და ასე ვერაფერს ვერ მიაღწევს ოპოზიცია, გამორიცხულია. 59% ვერ ხედავს ოპოზიციურ პარტიებში თავის თავს და თავის სურვილებს და თავის სურვილებს, ეს 59% არის პოტენციური ამომრჩეველი ოპოზიციის, მაგრამ ისინი არჩევნებზე შეიძლება საერთოდ არ მოვიდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.