ენმ–ს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითონ კი არა.
“გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოშია, რეანიმაციულ განყოფილებაში. გამომდინარე აქედან დღეს გავიკეთე ტესტი. ტესტის პასუხი გახლავთ უარყოფითი.
ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას.
არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.
შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს”,– წერს ვარშალომიძე.