პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ იქნება.
“მეც ძალიან მაინტერესებს, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დატოვა დანიელსონმა. იმიტომ რომ განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს და ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ იცით, რომ გამოცხადებული მაინც გვქონდა ჩვენი გეგმის შესახებ – ხვალ ჩვენ მივდიოდით პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ დღეს ეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში”,– ამბობს მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დაწყებამდე.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.