მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით – ჯანდაცვის ექსპერტი

მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით  – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

“რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა. მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.