ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.
მისი თქმით, ნატო საქართველოსგან მოელის, რომ შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები.
“ყურადღებით ვაკვირდებით საქთველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო მოელის საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის მან ამდენი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას”, – წერს აპატურაი.