მთავრობის კეთილსინდისიერებით, ნატოს 14 და EU-ს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ – ღარიბაშვილი

მთავრობის კეთილსინდისიერებით, ნატოს 14 და EU-ს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ  – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა.

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის  კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

შედარებისთვის, წელს უკვე, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ.” – აცხადებს ღარიბაშვილი