მოყევით, როგორ ხდებოდა გაყალბება, ხელშეუხებლობის გარანტია მოგეცემათ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცესკოს თანამშრომლებს მიმართავს, გამოვიდნენ და თქვან, როგორ გაყალბა არჩევნები, სანაცვლად კი მათ ხელშეუხებლობასა და წახალისებას ჰპირდება.

“მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება!
ყველა ვინც ახლა გამოვა და მოჰყვება იმას, თუ როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ და შემდეგი ხელისუფლებების მიერ… ამაში ვარ დარწმუნებული”, — წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულას მიიჩნევს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.