ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 10:46

ოპოზიციის უმრავლესობა შემოვა პარლამენტში – სერგეენკო

ქართული ოცნებია დეპუტატი დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევა.

“ჩემი მოლოდინები ზოგადად ოპტიმისტურია, რომ ეს შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა უკვე შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა რომ ოპოზიციის ნაწილს, თუნდაც მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ, ჩემი აზრით, პოლიტიკა ნაკლებად არის და არის მართლმსაჯულება. კი, ეს საკითხი მნიშვნელოვნად განმუხტავს ზოგადად ვითარებას, შეიძლება იქნას მოძებნილი რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება და არა უბრალოდ პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება”, – აცხადებს სერგეენკო.