რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. Reuters-ი ამ ინფორმაციას ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა.

პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო.  ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.