უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 9 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-136/131-ის ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ 10 გაანადგურა.
“საბრძოლო სამუშაოების შედეგად განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმისა და კურსკის ოლქის ტერიტორიებიდან გაუშვეს.