რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის შეკრება დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური ლიდერები,  ასევე ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე.

ისინი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ეთანხმებიან.

დღევანდელ აქციაზე ისინი გეგმავენ, მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნონ.