საქართველოს სამეფო სახლი სააკაშვილის მიერ ”მუხრან ბატონის” მოხსენიებას აპროტესტებს

საქართველოს სამეფო სახლი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქალაქო სასამართლოში,  ”მუხრან ბატონის” მოხსენიებას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება სამეფო სახლის Facebook გვერდზე ვრცელდება.

”ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში .” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვაზე განაცხადა რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები. „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის. „ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას.”- განაცხადა სააკაშვილმა.

„ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – ბლინკენი

სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ...

თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება – ბაიდენი

"თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება"- აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა...

კახა კუჭავა ანაკლიის პორტის პროექტს ჩაიბარებს – “ფორმულა”

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის...

“სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი” – სიმონიშვილი

"სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი" - ამის შესახებ,...

თუ პაციენტის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი – ცერცვაძე

"თუ პირის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი"-ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი...

რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს” – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე  „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია...

თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი –...

"თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი "-...

უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლიდარობის მიზნით – ხოშტარია

"უკრაინაში ვგეგმავ ვიზიტს სოლიდარობის მიზნით და იმის გამო, რომ ვიღაცას დაავიწყდა ტექნიკურად აპლიკაციაში ვადების...

ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები. რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება – დემნა გვასალია

ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები. რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება – ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია თავისი ლუქის გამო, პარიზულ პრესტიჟულ რესტორანში არ...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...