სოთბის აუქციონმა საჯაროდ გამოიტანა ვან გოგის ტილო, რომელიც დღემდე თითქმის უცნობი იყო

პარიზში ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოფინეს ვან გოგის ნამუშევარი, რომელიც ყოველთვის კერძო კოლექციებში ინახებოდა და ამიტომაც ძირითადად უცნობი იყო კრიტიკოსებისთვის და მხატვრის შემოქმედების მოყვარულთათვის.

ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ 1887 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მას ძირითადად ერთი ოჯახის წევრები ფლობდნენ. თუმცა ახლა ის გასაყიდად არის გამოტანილი და მისი დემონსტრირება სოთბის აუქციონის სახლის პარიზის, ამსტერდამის და ჰონკონგის განყოფილებებში მოხდება. აუქციონი 25 მარტს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახატი 8 მილიონ ევროდ გაიყიდება.

ვან გოგის შემოქმედების ექსპერტი, მარტინ ბეილი ამბობს, რომ ახლა პირველად გაჩნდა შესაძლებლობა ეს ნამუშევარი “ხეირიანად დაათვალიერო“. წარსულში მისი რამდენიმე რეპროდუქცია გაკეთდა, ძირითადად შავ–თეთრი, თუმცა ნამუშევარი პრაქტიკულად უცნობი იყო.

“ეს ნახატი იმით არის საინტერესო, რომ ვან გოგის ჰოლანდიურ პერიოდს განეკუთვნება, როცა ის მუქ ტონებს იყენებდა. ის ერთგვარ გარდამავალ პერიოდში შეიქმნა, ჰოლანდიურ და პროვანსის პერიდებს შორის, როცა მისი ტონები მკვეთრად შეიცვალა. პარიზში ის იმპრესიონისტებს შეხვდა, რამაც ფერებთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა“– ამბობს ექსპერტი.

ვან გოგის ეს ნამუშევარი იმ პერიოდს განეკუთვნება, როცა ის ძმასთან, თეოსთან ერთად 1886–87 წლებში მონმარტრის სიახლოვეს ცხოვრობდა.

მოსალოდნელი ფასი – 8 მილიონი ევრო ბევრად დაბალია ვან გოგის სხვა ნამუშევრების ფასთან შედარებით. თუმცა ეს არ არის საბოლოო ფასი და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან მისი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესი არსებობს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.

სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ასეთი მაღალი კალიბრის ნამუშევრის გამოჩენას მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ.

პოპულარული

გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა და...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს,...

ვენსი: არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანთან ომია

აშშ-ის ირანთან ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების მთავარი...

ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის – პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი...

28 ნოემბერს მე ვიქნები თქვენთან – სალომე ზურაბიშვილი დიდ აქციას უერთდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნომებერს თბილისში დაგეგმილ...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული...

ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო...

ყველა ამბავი

FT: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ალიანსს შექმნიან

დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს....

„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს,...

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...