ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია! ვთვლი რომ კომპრომისი ახალი არჩევნებია! – ირმა ინაშვილი

”ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია! ვთვლი რომ კომპრომისი ახალი არჩევნებია!- წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში  პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

”საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით.

ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც!

ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას!

აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი.

საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან.

დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს.

გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება!

მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!

აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს… უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც!

წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ!

ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!

ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის “შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?”- წერს ინაშვილი.

პოპულარული

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და...

ევროკავშირის ახალი გეგმა: ერთიან ბაზარზე კანდიდატების „ეტაპობრივი ინტეგრაცია“ და გაწევრიანების დაჩქარებული გზა 4 ქვეყნისთვის

ევროკავშირი გახსნის თავის ფართო ეკონომიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების...

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს!! 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა – კალაძე

1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული...

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აივნიდან “გადმოშარდა”, 15 დღით დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევებენ

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც თბილისში, ხალხს აივნიდან გადმოაშარდა,...

ყველა ამბავი

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულთა დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის დროს, ჭურვი მოლდოვის საზღვართან მდებარე...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება."კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ, რაც დედის - ირმა დავითაძის თქმით, 3 ცალი მეტალის ნივთი...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ სანქცირებულ მსვლელობაზე ანტისამთავრობო ლოზუნგები...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც ხარკოვის მერ იგორ...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, Welt am...