ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.

ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ „გაერთიანებული სია“ 35,4%-ს აგროვებს. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, რიგაში ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 51,8% შეადგინა.

წინასწარი გათვლებით, ბლოკი სეიმის 100 მანდატიდან 42-ს მიიღებს. ეს ლატვიის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული მანდატების რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

სეიმში შესაძლოა ექვსი პარტია შევიდეს

მემარჯვენე კონსერვატორებს მოსდევს ბიზნესმენ აინარს შლესერსის პოპულისტური პარტია „ლატვია პირველ ადგილზე“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსულენოვანი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტიამ 13,1% მიიღო.

მესამე ადგილზეა „სუვერენული ძალა/ახალლატვიელთა გაერთიანება“ — 11,7%-ით.

5%-იანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა: „ეროვნულმა გაერთიანებამ“ — 8,9%, ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მომხრე „პროგრესულებმა“ — 7,8%, ხოლო ლიბერალურ-კონსერვატიულმა „ახალმა ერთობამ“ — 6,3%.

მმართველი კოალიციის ოთხი პარტნიორიდან პარლამენტში სამი შედის

შესაბამისად, მოქმედი მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ სამი მოხვდეს — „გაერთიანებული სია“, „ეროვნული გაერთიანება“ და „ახალი ერთობა“.

Reuters-ის შეფასებით, არჩევნების შემდეგ რთული კოალიციური მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.

არჩევნები მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გერმანიის ბუნდესვერმა Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლები გადაიყვანა.

პოპულარული

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ,...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...