„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების ოფისების დახურვის გამო. გერმანიის ხელისუფლება ამ ნაბიჯს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე დარტყმად და ქვეყნის ევროკავშირისგან შემდგომი დაშორების ნიშნად მიიჩნევს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის ხელისუფლება სინანულს გამოთქვამს თბილისში ორი გერმანული პოლიტიკური ფონდის წარმომადგენლობის დახურვის გამო. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის „დიდი დანაკარგი საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის“, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ გიზემ (Martin Giese), როდესაც კომენტარი გააკეთა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდების საქართველოს ოფისების დახურვაზე. მისი თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყება ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და კავშირზეა პარტიულ ფონდებთან. გერმანულ პოლიტიკურ ფონდებს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, – აღნიშნა გიზემ.

უწყების წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ განუცხადა, რომ მათთვის „სრულიად გაუგებარია მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზები“. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე მძიმე შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რამაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება გამოიწვია. მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ამჟამინდელი კურსის გაგრძელება „ადრე თუ გვიან შეუთავსებელი გახდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებასთან“.

თავის მხრივ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ფილიპ გაიგერმა (Philipp Geiger) შეახსენა საზოგადოებას, რომ ბერლინი ადრე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ კურსს, მაგრამ ამჟამინდელი მთავრობის პირობებში ასეთმა თანამშრომლობამ აზრი დაკარგა. ამიტომ, 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ შეაჩერა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელთა საერთო ღირებულება 237 მილიონ ევროს შეადგენს. ამით ბერლინმა უპასუხა საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირთან დაახლოების კურსზე, დაამატა გაიგერმა.

ამავდროულად, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ დანიელ კოლბლმა (Daniel Kölbl) DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არის „უკან გადადგმული ნაბიჯი გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში, რაც მოწმობს საქართველოს შემდგომ დაშორებაზე სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპებისგან“. ბუნდესტაგის დეპუტატის თქმით, ეს იძულებითი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ართულებს ბერლინისა და თბილისის ურთიერთობებს და განსაკუთრებით აისახება საქართველოს ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც ღიაა ევროპისთვის და აფასებს ევროკავშირის ღირებულებებს — თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას.

გერმანიამ და ევროკავშირმა უნდა განიხილონ საქართველოს მთავრობის მიმართ პოზიციის გამკაცრება, აღნიშნა შემდგომში გერმანელმა დეპუტატმა. „ის, თუ როგორ მოქმედებს ახლა საქართველოს მთავრობა, არ ქმნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ჩვენთვის ხომ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. და თუ საქართველოში მშვიდობიანი პროტესტი ძალით იხშობა, ეს არ არის ის საფუძველი, რომელზედაც შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაღრმავება“, — დასძინა მან.

პოპულარული

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი,...

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ,...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...