აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა და მოიცავს მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც, რომელიც სარგებელს მოუტანს ახლო აღმოსავლეთის ბიზნესმენებს, რომლებიც დაკავშირებული არიან აშშ-ის მთავარ მომლაპარაკებლებთან — სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. ამის შესახებ შაბათს, 3 ოქტომბერს, გაზეთი The New York Times (NYT) წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარიგება ეხება რუსული კომპანია „ლუკოილის“ კუთვნილ ნავთობის საბადოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ავტოგასამართ სადგურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ამ მასშტაბური გარიგების განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან აქტივებს — კამერუნის ნავთობის საბადოებიდან და ევროპაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან დაწყებული, ნიუ-ჯერსიში არსებულ ავტოგასამართი სადგურების ქსელით დამთავრებული — საჭიროა როგორც აშშ-ის მთავრობის, ისე კრემლის თანხმობა.

გარიგება ხელსაყრელია კუშნერის პარტნიორებისა და უიტკოფის ოჯახისათვის

როგორც გაზეთი აღნიშნავს, შესაბამისი შეთანხმების ხელშემწყობ ჯგუფში შედიან ამერიკელი ინვესტორი და მილიარდერი ტოდ ბოელი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ პროექტებს 2 მილიონი დოლარი შესწირა; ახლო აღმოსავლეთის ორი სტრუქტურა, რომლებიც თანამშრომლობდნენ კუშნერთან ან უიტკოფის ოჯახთან; ასევე აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი უწყება.

ამასთან, The New York Times აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ თავად კუშნერი ან უიტკოფი ამ გარიგებიდან სარგებელს მიიღებენ.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ გარიგების საკითხი წამოჭრა უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრისას, რომელიც 5 სექტემბერს კრემლში გაიმართა. ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს თქმით, პუტინმა გარიგების დადება შესთავაზა იმის საჩვენებლად, რომ რუსებს აშშ-სთან ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა აქვთ.

NYT წერს, რომ საბოლოო ჯამში ნავთობის შეთანხმების გაფორმება პუტინისა და ტრამპის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

თეთრ სახლს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია „ლუკოილს“ NYT-ის ჟურნალისტების მოთხოვნაზე კომენტარის გაკეთების შესახებ პასუხი არ გაუციათ.

პოპულარული

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით,...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში...

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის-უფრო სწრაფი ინტეგრაცია კანდიდატებისთვის და თავის დაცვა “ახალი ორბანებისგან“

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალი წესები მოამზადა. ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...