საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს მუშაობას, რის მიზეზადაც ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს

2026 წლის 30 სექტემბერს, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (FNF) საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში თავისი ოფისი დახურა. ამის შესახებ ნათქვამია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის გამგეობის მიერ პოტსდამში გამოცემულ ოფიციალურ პრესრელიზში, რომელიც 2 ოქტომბრით თარიღდება.

კონრად ადენაუერის ფონდის შემდეგ ეს უკვე მეორე გერმანული ფონდია, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს.“

„საქართველოს ხელისუფლების ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს. მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა ახალი „უცხოური გრანტების შესახებ კანონის“ საფუძველზე განაცხადი შეიტანა, რათა ქვეყანაში კვლავ დაგვეფინანსებინა პროექტები და გვეთანამშრომლა პარტნიორ ორგანიზაციებთან. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პროგრამის თითოეული მიმართულება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა ღონისძიების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები მიგვეღო.

ეს პირობები, თავისი არსით, ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ სამოქმედო თავისუფლებას საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, ჩვენი განაცხადით ვცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლო შესაძლებლობა, რათა საქართველოში საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მხარი დაგვეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. თუმცა ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყოფილ იქნა. შესაბამისად, ჩვენ ვეღარ ვხედავთ შესაძლებლობას, საქართველოში ისეთი საქმიანობა განვახორციელოთ, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება.

ჩვენი ფონდი საქართველოში 2002 წლიდან იყო წარმოდგენილი. ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად ვთანამშრომლობდით მრავალ პარტნიორ ორგანიზაციასა და ლიბერალურად განწყობილ საზოგადო მოღვაწესთან — თავისუფალი საზოგადოების, საქართველოს ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო.

მომავალშიც ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ქართველ ქალსა და კაცს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგის დამყარებისთვის იბრძვიან. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ხმას გავაგონებთ და მხარს დავუჭერთ მათ, რათა იმუშაონ თავიანთი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის.

მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს, ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომელთა დახმარების გარეშე ჩვენი საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა. ბოლო წლებში ბევრ მათგანს სულ უფრო ხშირად უწევდა პირადი რისკების გაწევა, როდესაც ისინი საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი წესრიგისთვის იბრძოდნენ. ამიტომ საქართველოს პოლიტიკური განვითარების პროცესს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს“- ნათქვამია განცხადებაში.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მთავარი მისია საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში იყო ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა. გერმანული პოლიტიკური ფონდი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ფუნქციონირებდა, თავის საქმიანობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ახორციელებდა და ესენია დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მედიის თავისუფლება და კვლევები, ახალგაზრდების გაძლიერება.

შეგახსენებთ, მანამდე, დღეს, 2 ოქტომბერს თბილისში ოფისის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა კონრად ადენაუერის ფონდმაც. ეს გერმანული ფონდიც, დახურვის მიზეზად საქართველოს მთავრობის მიერ მათი საქმიანობის შეზღუდვას ასახელებს. განცხადებაში, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდმა გაავრცელა, ხაზგასმულია, რომ ოფისის დახურვა არის „საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო-პირობების უშუალო შედეგი, რომელთა პირობებშიც KAS ვეღარ ახერხებს თავისი ძირითადი მისიის შესრულებას.“

პოპულარული

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ...

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...