ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ოცნებისგან” დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას.
„ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, მსხვერპლი გახდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად. პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ პასუხობს არაერთ არსებით კითხვას:
რა კონკრეტული საფუძვლით გახდა საჭირო გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა;
რა კონკრეტული ქმედება უძღოდა წინ მის გადაყვანას;
იყო თუ არა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება;
რატომ გახდა საჭირო მის საკანში დაახლოებით ათი თანამშრომლის შესვლა;
ვინ იყვნენ აღნიშნული თანამშრომლები და რა მოქმედებები განახორციელა თითოეულმა მათგანმა;
წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბრის შესაბამისი ეპიზოდის/ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს;
დაცულია თუ არა ჩანაწერის ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი ავთენტურობისა და უწყვეტობის დამოუკიდებლად შემოწმება;
არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს გიორგი დავითაძის გადაადგილებასა და მასთან მოპყრობას აღნიშნულ პერიოდში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც არსებობს სერიოზული და დასაბუთებადი ბრალდება წამების ან სხვა მძიმე არასათანადო მოპყრობის შესახებ, სახელმწიფოს ეკისრება სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ასეთ დროს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან უსაფუძვლო დასკვნებს. სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ ბრალდებების შემთხვევაში ეს მოთხოვნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამ საქმეში დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებები მიუთითებს პენიტენციური სამსახურის კონკრეტულ თანამშრომლებზე, მათ შორის, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც, მათი მტკიცებით, შესაძლოა გასცეს ან შეასრულეს ძალადობასთან დაკავშირებული ბრძანებები. ამ ბრალდებების დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების შედეგად.
თუ გიორგი დავითაძის მიმართ აღწერილი ქმედებები დადასტურდა, საქმე განხილულ უნდა იქნას, არა მხოლოდ, სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციის ქვეშ, არამედ, ეს იმთავითვე უტოლდება წამების აკრძალვის საწინააღმდეგო მოპყრობას სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, პატიმრის, მიმართ, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტებით აბსოლუტურად აკრძალული ქმედებაა.
ამასთან, დაუშვებელია გამოძიების დასრულებამდე სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ თავად გადაწყვიტოს, რომ ბრალდებები „სრული სიცრუეა“. სწორედ ეფექტიანი გამოძიების მიზანია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ ჩატარდეს გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
სრულად იქნეს დაცული და გამოძიებისთვის, აგრეთვე გიორგი დავითაძის დამცველებისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს 2025 წლის 21 დეკემბრის ყველა ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, კამერების ორიგინალი და უწყვეტი ჩანაწერები, აგრეთვე მათი ავთენტურობისა და მთლიანობის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემები;
დადგინდეს ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და იქ მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში, და გამოიკითხონ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის სრული სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმება დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ და დაცული იქნეს ყველა შესაბამისი სამედიცინო, ექსპერტიზის, ვიდეო და სხვა მტკიცებულება;
უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაძლო მოწმეების დაცვა ნებისმიერი ზეწოლის, დაშინების ან შურისძიებისგან;
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოირიცხოს სავარაუდო ძალადობაში შესაძლო მონაწილე პირთა მიერ მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენის შესაძლებლობა;
დადგინდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც შესაძლოა გასცეს შესაბამისი ბრძანება, იცოდნენ სავარაუდო ძალადობის შესახებ ან სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მისი პრევენცია და გამოძიება.
პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით.
თუ გამოძიებით დადასტურდება გიორგი დავითაძის მიმართ მძიმე ძალადობის ფაქტი ან პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
დემოკრატიის მცველები
საქართველოს მომავლის აკადემია
პრევენცია პროგრესისთვის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
საქართველოს ევროპული ორბიტა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საფარი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

ავტორი: ნინო კოდალაშვილი

პოპულარული

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის...

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს ცვლის-უფრო სწრაფი ინტეგრაცია კანდიდატებისთვის და თავის დაცვა “ახალი ორბანებისგან“

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის ახალი წესები მოამზადა. ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წესებს...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...