საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ვლადიკავკაზი–ადლერის მარშრუტის სამგზავრო მატარებლის სპეციალურ ვაგონში პატიმარი დმიტრი პუშკარევი ბადრაგს დაესხა თავს, რის შემდეგაც ის საპასუხო სროლის შედეგად ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და FSIN-ის განცხადებით, ინციდენტი რკინიგზის სადგურ „მურტაზოვოსთან“ ახლოს მოხდა. პატიმარმა პუშკარევმა კამერიდან საპირფარეშოში გაყვანა მოითხოვა, რა დროსაც ბადრაგის ერთ-ერთ წევრს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი გამოსტაცა და დერეფანში მყოფ თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

მიყენებული ჭრილობებისგან სტავროპოლის მხარის FSIN-ის სამმართველოს ოფიცერი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ოთხი თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ორი მათგანის მდგომარეობა რეანიმაციაში კვლავ მძიმეა.

უწყებამ კატეგორიულად უარყო თავდაპირველად გავრცელებული ვერსია პატიმართა მასობრივი ამბოხების შესახებ და მომხდარს ერთი პირის მიერ გაქცევის მიზნით განხორციელებული თავდასხმა უწოდა. მომხდარ ფაქტზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისა და იარაღის გატაცების მუხლებით აღძრა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მასალების მიხედვით, 43 წლის დმიტრი პუშკარევს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკული საშუალებების მასშტაბურ წარმოებასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ძებნილი პირი საქართველოში იქნა დაკავებული, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ მისი რუსეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალური ცნობით, ბრალდებულის გადაცემა რუსული მხარისთვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „ზემო ლარსის“ გავლით განხორციელდა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.

პოპულარული

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

მიშო სულუხია ტყეში “საეჭვოდ გადაადგილდებოდა” გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...