შავი „ჰიუნდაი“ – კიდევ ერთი ავტომობილი შაქარაშვილის საქმეში, რომელიც აქამდე არ ჩანდა

spot_imgspot_img

ტაქსის მძღოლი, რომელიც 19 ივნისის ღამეს, თბილისიდან მცხეთაში მისი „უბნელისა“ და ნაცნობის, შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის წამოსაყვანად ჩავიდა, ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მანქანაში ვახტანგ ახვლედიანი და საქმის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ქათამაძე ჩაისვა, შენიშნა შავი ფერის „ჰიუნდაი“ , რომელსაც მათი ნაცნობი და „უბნელი“ მართავდა.

ჩვენება, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ტაქსის მძღოლმა გამოძიებას ინციდენტიდან ორი კვირის თავზე, 2 ივლისს მისცა:

„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.

გამომძიებლის კითხვაზე, გამოელაპარაკეთ თუ არა თქვენს ნაცნობს, რომელიც შავი ფერის „ჰიუნდაის“ მართავდა, ტაქსის მძღოლი პასუხობს:

„ვუთხარი მე მას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავს სახლში, რაზეც მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და განვაგრძე გზა“.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი, რა მიმართულებით წავიდა შავი „ჰიუნდაი“, ტაქსის მძღოლი პასუხობს, რომ მისთვის, შავი ფერის მანქანის გადაადგილების მარშრუტი უცნობია.

ტაქსის მძღოლი ჩვენებაში შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლის ვინაობასაც ასახელებს. გამოკითხა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული პირი, ან აპირებს თუ არა მის გამოკითხვას, რადიო თავისუფლებამ საქმის მასალებში ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლია.

ტაქსის მძღოლის ჩვენების თანახმად, ირკვევა, რომ 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის ადგილას, მცხეთის მაგისტრალზე, ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონიდან, ე.წ. ნახალოვკიდან ჩასული პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მცხეთის მაგისტრალზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს, მათ შორის ვახტანგ ახვლედიანს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს, არამედ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, საბურთალოს რაიონიდან ჩასული ავტომობილიც, შავი ფერის „ჰიუნდაი“. საქმის მოწმეები, ვახტანგ ახვლედიანი და კონსტანტინე ღიბრაძე სწორედ საბურთალოს რაიონში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ შავი ფერის „ჰიუნდაის“ შესახებ, არაფერს ამბობს საკუთარ ჩვენებებში ვახტანგ ახვლედიანი.

საქმის მასალების თანახმად, მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ნაძალადევსა და საბურთალოზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

წყარო: რადიო თავისუფლება

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია...

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას...

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვისთვის 3 პირი დააკავეს

სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ქრთამის აღებისა და კომერციული...

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...
spot_img

ყველა ამბავი

სლოვენიაში პრეზიდენტის რუსეთის დაზვერვასთან შესაძლო კავშირების გამო სკანდალია

პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტი აპირებს სლოვენიის სადაზვერვო სამსახურს, SOVA-ს, მოსთხოვოს ინფორმაცია პრეზიდენტ ნატაშა პირც-მუსარის რუსეთის სადაზვერვო ქსელთან შესაძლო კავშირების შესახებ....

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც აშშ-ში საბაჟო გადასახადების სახით ჰქონდათ გადახდილი, — ამის შესახებ  ბიზნესჟურნალი...

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო — რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის გახშირებული დარტყმების ფონზე. მოსახლეობა კვლავ ჩივის...

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მოპოვებულმა...

იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.გოგა ბულია, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, გარდაცვლილი პოლიციამ ნახა.ამის შესახებ...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი შეაქო.გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით...

რუსეთი თავის დაწყებულ ომს აგებს და პასუხად მოსახლეობას იღებს მიზანში – ლაიენი

კიევზე რუსეთისიერიშის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობენ და ამ მხრივ...

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ სიცრუეა.“მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე სასჯელის მოხდის მიზნით...

2 თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გთხოვთ, ერთად მოვითმინოთ – კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

2 თვე გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გთხოვთ, ერთად მოვითმინოთ - განაცხადა კახა კალაძემ. „სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ,...

მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზე

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს...

დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი გასტაცეს

შსს-ს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...

ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, ტელეკომპანია RTS-ის...