ჩინეთი ამერიკელ ჟურნალისტებს აძევებს

ჩინეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ამერიკული სამი მთავარი გამოცემის ჟურნალისტებს ქვეყნიდან აძევებს. „ნიუ-იორკ თაიმსის“, „ვაშინგტონ პოსტის“ და „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტებს ქვეყანაში მუშაობა ეკრძალებათ. პეკინის განცხადებით, ეს პასუხია „ჩინური მედია სააგენტოებისთვის დაწესებულ უკანონო აკრძალვებზე”.

დამატებით, პეკინმა ორ სააგენტოს, „თაიმსს“ და ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ „ამერიკის ხმას“ მოუწოდა, რომ ჩინეთის მთავრობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მათი საქმიანობის შესახებ.

„ნიუ-იორკ თაიმსის“, „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების აკრედიტაცია წლის ბოლოს სრულდებოდა. პეკინმა მათ მოუწოდა, პრესის ბარათები 10 დღის ვადაში ჩააბაროს ქვეყნის მთავრობას.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ამერიკელ ჟურნალისტებს „არ ექნებათ უფლება გააგრძელონ ჟურნალისტებად მუშაობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მათ შორის ჰონგ-კონგსა და მაკაოს ადმინისტრაციულ რეგიონებში”. ამ ტერიტორიებს პეკინისგან გარკვეული ავტონომია აქვთ და მათი მედია გარემო შედარებით უფრო თავისუფალია, ვიდრე საკუთრივ ჩინეთის.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჩინეტის გადაწვეტილება გააკრიტიკა: „ჩინეთის დღევანდელი გადაწვეტილება, რომ უფრო მეტად შეზღუდოს მსოფლიოს მცდელობა თავისუფალი მედია საქმიანობა აწარმოოს ჩინეთში, მე მამწუხრებს, რადგან ეს ჩინელი ხალხისთვის ძალზედ კარგი იქნებოდა. ეს სამწუხაროა. იმედი მაქვს ისინი ამას გადახედავენ“, – თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ამ გამოცემების ჟურნალისტები აქტიურად აშუქებდნენ კორონავირუსის გავრცელებას, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაიწყო. ასევე აქტიურად მუშაობდნენ ჩინეთის მთავრობისთვის სხვა სენსიტიურ საკითხებზეც, მათ შორის მუსლიმი მოსახლეობის იზოლაციაზე და ბანაკებში განთავსებაზე, თუ კომუნისტური პარტიის ლიდერების, მათ შორის პრეზიდენტ სი ძინპინის ბიზნეს საქმიანობაზე.

“ნიუ-იორკ თაიმსის” მთავარმა რედაქტორმა დინ ბაკეტმა, ჟურნალისტების გაძევება მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს „განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა იმ დროში, როცა მსოფლიოს სჭირდება კორონავირუსის პანდემიის შესახებ სანდო ინფორმაციის თავისუფალი და ღია მოძრაობა“.

გადაწვეტილება ასევე დაგმეს „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორებმა.

კოლეგების მსგავსად, განცხადება გაავრცელა „ამერიკის ხმამაც“ და ჩინეთის მიერ მისი საქმიანობის შეზღუდვა გააკრიტიკა.

„ნიუ იორკ თაიმსის“, „ვაშინგტონ პოსტის“ და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კოლეგების მსგავსად, ვრჩებით ჩვენი საქმიანობის ერთგულნი ჩინეთში და ვგმობთ მისი შეზღუდვის მცდელობას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინურ ენაზე მოსაუბრე ჩვენი აუდიტორიისთვის ახალი ამბების სანდო, სარწმუნო და ავტორიტეტულ წყაროდ ყოფნას“, – განაცხადა „ამერიკის ხმამ“.

თებერვალში, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ხუთ ჩინურ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს, შეზღუდვას უწესებდა თანამშრომლების რაოდენობაზე. მხოლოდ 100 ადამიანს შეეძლებოდა შეერთებულ შტატებში მათ წარმომადგენლად მუშაობა.

პომპეოს თქმით, ამ გადაწვეტილების მიზეზი ისაა, რომ ეს სააგენტოები „ჩინური პროპაგანდის ნაწილია“ და ამერიკული კანონმდებლობით ისინი „უცხო ქვეყნის მისიას“ წარმოადგენენ.

წყარო: ამერიკის ხმა

პოპულარული

ნიკა გვარამია, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო...

28 ნოემბერს მე ვიქნები თქვენთან – სალომე ზურაბიშვილი დიდ აქციას უერთდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნომებერს თბილისში დაგეგმილ...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ...

დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე – ღარიბაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს,...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის...

ყველა ამბავი

მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას – ჯაღმაიძე

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს" - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს „ინსტაგრამზე“ მერაბ დვალიშვილთან...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! "- თბილისის მერი კახა კალაძე მერაბ დავლიშვილს სოციალურ ქსელში...

დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

“ამ ადამიანებზე ღიად საუბარი სახიფათოა“-დუბლინში ჩასული კობახიძე ამტკიცებდა, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელმა ომში ჩართვა კატეგორიულად მოთხოვა

“ჩვენ ხშირად არ ვაკონკრეტებთ, კონკრეტულად ვის ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ. თუმცა ამ ტერმინით სრულიად კონკრეტულ ადამიანებს მოვიაზრებთ. ამასთან,...

თბილისში 2 ადამიანი ლიფტში ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა. მოქალაქის ინფორმაციით, გერმანულ ჰოსპიტალთან, კორპუსის ლიფტთან...

მრგვალ ბაღთან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ...

ეკლესიის ხმა ვერ დადუმდება სახელმწიფო დაფინანსებით და ფარული ზეწოლის მექანიზმებით – მეუფე ილარიონი

" ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში...

კარგი იქნება ცვლილებები, მეშინია ეს ცვლილებები უარესი არ იყოს – მეუფე ნიკოლოზი

"ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის ФСБ-ს გენერალ დმიტრი მინაევს შეხვდა. უკრაინული მხარე...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების...