ხვალიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო იქნება – ცქიტიშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ეკონომიკის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან.

მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

„პირბადეების ტარებაზე იქნება ისეთივე სანქცია, როგორიც არის დახურულ სივრცეში, ეს არის 20 ლარი. დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულია, უბრალოდ ჩვენ ვაფართოვებთ ამ ნომრებს და ხვალიდან, პირაბდის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც”,– განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.