აშშ-ს სურს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს – ნულანდი

The flags of Ukraine, the United States, and the District of Columbia fly together on Pennsylvania Avenue near the Capitol, Saturday, March 5, 2022, by order of the mayor of Washington. (AP Photo/J. Scott Applewhite)

აშშ-ს სურს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს – ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი. სახელმწიფოები, მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარი.

ნულანდმა  ასევე განაცხადა, რომ კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით.

  • “სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა. […] თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილებით და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები”, – განაცხადა  ნულანდმა.