გაიწვიეთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივა – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების ინიციატვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და ინიციატორებს მოუწოდებს, გაიწვიონ ეს წინადადება.

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ პარლამენტის ინიციატივაზე, გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი წამების პრევენციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაში. მოვუწოდებთ ინიციტორებს, გაიწვიონ წინადადება და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა”. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.