დასავლური ქვეყნების საგარეო მინისტრები იმსჯელებენ, “რა მოუხერხონ პუტინის სამხედრო მანქანას“

დასავლური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განიხილონ და შემდგომი ნაბიჯების კოორდინირება მოახდინონ.

მოსალოდნელია, რომ მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად ახალი გზების მოძებნას და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას შეეცდებიან.

ნატოს წევრი, დიდი შვიდეულის წევრი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რიგრიგობით გამოვლენ სიტყვით და განიხილავენ, კიდევ რა ზომების მიღება შეიძლება.

ნატო განიხილავს შესაძლებლობას, როგორ გააძლიეროს ბლოკის აღმოსავლეთ საზღვრებთან საკუთარი კონტიგენტის ყოფნა. კერძოდ, დღის წესრიგშია საკითხი, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩრიდლო ატლანტიკური ალიანსის წევრები არარიან.

მინისტრები შეაფასებენ ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში და ვიდეოკავშირით მოუსმენენ უკრაინელი კოლეგას, დმიტრი კულებას, რომელიც როგორც მოსალოდნელია, პირველ რიგში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში მოითხოვს დახმარებას, რათა უკრაინის ქალაქები დამანგრეველი საჰაერო დარტყმებისგან დაიცვას.

შეხვედრის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელმა მოლაპარაკებებმა უნდა აჩვენოს უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ამავე დროს გამოკვეთოს პასუხი კითხვაზე, რა უნდა მოვუხერხოთ “პუტინის სამხედრო მანქანას“.