დატყვევებულ რუს ვიცე-პოლკოვნიკს უკრაინის შეიარაღებული ძალების საცვლები ეცვა

უკრაინელების 128-ე ბრიგადამ ტყვედ აიყვანა 58-ე რუსული არმიის მაღალჩინოსანი, ვიცე-პოლკოვნიკი კოშელ ალექსანდრე ოლეგოვიჩი, რომელსაც უკრიანის შეირაღებული ძალების საცვლები და წინდები ეცვა.

“მრავლისმთქმელი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთის არმიის თანამშრომლები აღიარებენ, რომ შეიარაღებული ძალების საცვლები და წინდებიც კი სჯობს ქებული “მსოფლიოს მეორე არმიის” საცვლებს”,– აცხადებს 128-ე ბრიგადა.

მათივე ცნობით, კოშელი, რომელიც 47084-ე რუსული არმიის სამხედრო ნაწილის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელია, პირდაპირ კავშირში იყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეთაურთან, მიხაილ ზუსკოსთან, რომელსაც ის პირადად აბარებდა ყოველდღიურ მოხსენებებს.

“ახლა დატყვევებული კოშელი ჩვენებას აძლევს ჩვენს კონტრდაზვერვის აგენტებს”,– წერია განცხადებაში.