თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია “კანონი და სამართალის“  ლიდერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდი! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.