კარგი იქნება მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში რომ იყოს, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში – მეუფე ნიკოლოზი

“კარგი იქნება მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში რომ იყოს, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში ” – აცხადებს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

„მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში” ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.