კახაძის აზრით, შიმშილობიდან 33-ე დღეს სააკაშვილს სპეციალიზებული კლინიკა არ სჭირდება

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე ფირობს, რომ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის 33-ე დღეს არ სჭირდება სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

“მისი მდგომარეობის შესახებ რამდენადაც ვიცი, ინფორმაციას ფლობს ის მულტიფუნქციური სამედიცინო საბჭო, რომელიც აფასებს მის მდგომარეობას და ეს შეკითხვები მათთან. მე ვამბობ, ადამიანის უფლებაა რომ ჯანმრთელი იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი. ამ შემთხვევაში ურგენტული ჩარევისათვის სპეციალიზებული კლინიკა საჭირო არ არის”, – თქვა ლადო კახაძემ.

სააკაშვილის ადვოკატები, მისი პირადი ექიმი, სახალხო დამცველი და კონსილიუმი ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი არა გლდანის ციხის საავადმყოფოში, არამედ კერძო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.