კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს, ვირუსი არ დაუდგინდა

კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს, ვირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვს ტემპერატურა სხვა რესპირაციული ვირუსითაა გამოწვეული.

„მას ჰქონდა კონტაქტები ოჯახის წევრთან, მათ შორის შვილთან. ბავშვი იწვა იაშვილის კლინიკაში, ჩაუტარდა კვლევა და მას არ აქვს კორონავირუსული ინფექცია. დიდი ალბათობით, ის ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, სხვა რესპირაციული ვირუსით არის განპირობებული“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 31 წლის ქალს ვირუსი გუშინ დაუდგინდა. იგი იტალიიდან იყო ჩამოსული.

დღეს კორონავირუსი საართველოში მესამე ადამიანს დაუდგინდა. მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.