ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.62 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0961 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.06 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4949 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.