ლარი დღესაც გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.90 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2244 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.80 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6039 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.