მერე რა, რომ მეგობრები არიან, გაცილებით ხისტი და არასწორი განცხადებები გვახსოვს – მდინარაძე სენატორ რიშზე

“მერე რა, რომ მეგობრები არიან, გაცილებით ხისტი და არასწორი განცხადებები გვახსოვს “- ასე ეხმაურება, ართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და კარლ ჰარცელზე სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს.

”რიშის ძველი განცხადებები გაცილებით რადიკალური და გაცილებით არასწორიც გვახსოვს. მერე რა, რომ მეგობრები არიან და მეგობრების წარმომადგენლები არიან, სიმართლე ვთქვათ, რომ გაცილებით ხისტი, არასწორი, უსაფუძვლო განცხადებები გვახსოვს. მაგრამ, მთავარია რა, სიმართლე სად არის, ჩვენ სიმართლეს ვკითხულობთ სად არის თუ, რადგან მან თქვა არ შევეკამათოთ.

თუ სიმართლეს ვეძებთ, ერთი განცხადება გაიხსენონ, რომელი შეიძლება მოინათლოს ასე ცალკე აღებული თავდასხმად. ჩვენზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენგან გასულები გაცილებით ხისტები რომ არიან საუბრებში მათშიც თუნდაც. მე მათ არ ვიცავ, უბრალოდ თუნდაც მათი განცხადება გაიხსენონ, სად იყო თავდასხმა. კითხვის დასმაა თავდასხმა?  ” – აცხადებს მდინარაძე.