მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, პრემიერი არსად წასვლას არ აპირებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახარიას შესაძლო გადადგომას უარყოფს.

ტიკარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ საკითხს გამოეხმაურა თეა წულუკიანიც და თქვა, რომ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. 

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია გადადგომას აპირებს.