დღეს მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გაიმართება

დღეს, 27 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა სავარაუდოდ 11 საათზე დაიწყება.

მთავარი საკითხი, პრეზიდენტებმა უნდა ისაუბრონ ეროვნული თანხმობის იდეა და მის გარშემო განვითარებული პოლიტიკური პროცესებია.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული შეხვედრის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 20 დეკემბერს მიმართა. 22 დეკემბერს,
პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.