მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან რათა შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა – სტოლტენბერგი ღარიბაშვილს

“მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან რათა შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა “-  ნატო-ს გენერალური მდივანი  იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ამის შესახებ მან,  შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო გააგრძელებს მისი პარტნიორების ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, საზღვაო მხარდაჭერით, გაერთიანებული წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს საშინაო რეფორმებს და „ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის“ საკითხს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედია დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე. მე, ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის განვითარებაზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა უკანასკნელი წლების განმავლობაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.