ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. ჭელიძე ადასტურებს რომ გარდაცვლილს თავად ესროლა თუმცა ჯგუფურ დანაშაულს უარყოფს. კვარაცხელიას საქმეზე ორი ბრალდებულია დაკავებული, აკო ჭელიძე და  გიორგი კავილაძე. პროკურორი კი აცხადებს, რომ ერთი ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება იმის მითითებით რომ მეორე დამნაშავე არაა, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

“სასამართლო განხილვის დროს ჩვენ დავადასტურებთ, რომ მათ მიერ ჩადენილია მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, მათ მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა”, – განაცხადა პროკურორმა.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს.