პრეზიდენტს ელჩების კონფერენციაზე პროტოკოლით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.

“პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა”. – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.