საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო რომ შერიგების პროცესი არ გადაიქცევა სიმულაციად და დეკორაციად – ბოკერია

“საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო რომ შერიგების პროცესი არ გადაიქცევა სიმულაციად და დეკორაციად”- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითიც საქართველოს პრეზიდენტის, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა რომელმაც თქვა, რომ  შერიგების პროცესის ვალდებულება აიღო.

”მე არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მე ვერ ვხედავ მათი მხრიდან, ვისაც ახლა ძალაუფლება აქვთ, რაიმე სახის ნაბიჯის გადადგმის სურვილს. საფუძველი არ მაქვს ოპტიმიზმის, ვიფიქრო რომ ეს შერიგების პროცესი არ გადაიქცევა სიმულაციად და დეკორაციად. არავის არ ვესხმი თავს, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ამას მალე ვიხილავთ, ოღონდ, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ბოლო წლების მანძილზე არანაირ საფუძველს არ გვაძლევს იმისა, რომ ასე ვიფიქროთ, პირიქით, ეს არის ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სასურველი ვითარება.”- განაცხადა ბოკერიამ.