უკრაინის უშიშროება კიევის სამთავრობო კვარტალში კონტრდაზვერვით ოპერაციას ატარებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით კიევის სამთავრობო კვარტალში  კონტრდაზვერვით ღონისძიებებს აწარმოებს.

მიზანი ინფორმაციით, აკრძალული ნივთების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს შენობების, ოფისების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საერთო ფართების, ასევე საჯარო დაწესებულებების შემოწმება.

გარდა ამისა, ოპერატიულები თანამშრომლები ამოწმებენ კიევის სამთავრობო კვარტალის ტერიტორიაზე მყო მოქალაქეებს.

„ღონისძიების მიზანია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების კონტრ-დივერსიული დაცვის შემოწმება და გაძლიერება, იმ პირთა უსაფრთხოების გაზრდა, რომელთა მიმართაც სახელმწიფო დაცვა ხორციელდება“, -აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრი.