“იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე. ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც.  მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და როგორც მოგახსენეთ, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთება”.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.