H1N1 -ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა

{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1–ის ვირუსით პაციენტი გარდაიცვალა. ეს სამეგრელოში ღორის გრიპით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამჟამად ზუგდიდის ჰოსპიტალში ამ ვირუსის სიმპტომებით 19 ადამიანი მკურნალობს. აქედან ერთი მართვით სუნთქვაზეა.