10 ყველაზე გავრცელებული პაროლი.შეამოწმეთ რამდენად დაცული ხართ

თუ თქვენი პაროლი 123456-ია სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ.

დიდი ბრიტანეთის კიბერ-უსაფრთხოების ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც დაადგინა 10 ყველაზე პოპულარული პაროლი, რომელიც ყველაზე დაუცველია და შესაბამისად ყველაზე მარტივია გასატეხად.

კვლევის მიხედვით, პაროლების უმეტესობა მუსიკალური ჯგუფების სახელებსა და სხვადასხვა სპორტულ გუნდებს წარმოადგენს.

დადგინდა, რომ პაროლების მიხედვით ყველაზე პოპულარული ამერიკული პოპ-პანკ ჯგუფი ბლინკ-182-ია, ყველაზე საყვარელი გმირი კი სუპერმენია.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ პაროლს:

1.123456
2.123456789
3.qwerty
4.password
5.111111
6.12345678
7.abc123
8.1234567
9.password1
10.12345

პირველ ადგილზე “123456” გავიდა, აღმოჩნდა რომ ამ უმარტივეს პაროლს 23.2 მილიონი ადამიანი იყენებს. “123456789”-ს კი 7.7 მილიონი მომხმარებელი ყავს. პაროლები “qwerty” და “password” 3 მილიონამდე ანგარიშზეა დაყენებული.

გავრცელებულია პაროლად სახელების გამოყენებაც, ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული სახელებია: Ashley და Michael. მათ მოსდევს Daniel, Jessica და Charlie.

კიბერ-უსაფრთოების ცენტრი მოუწოდებს ინტერნეტის მომხმარებლებს, დააყენონ პაროლად 3 შემთხვევითი, მაგრამ მარტივად დასამახსოვრებელი სიტყვის კომბინაცია, იმისთის რომ სხვა ადამიანებმა ვერ შეძლონ ანგარიშზე შემოღწევა.