100 ადამიანს დაიჭერ?! 200?! 500?! არ გეყოფა ამდენი საკანი — ნიკა მელია

“მთავარ არხთან” საუბრისას ნიკა მელიამ გიგი უგულავას დაკავება შეაფასა. მისი განცხადები, გიგი უგულავას დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია “შეადუღაბა”.

“ჩვენ ვიბრძვით სახელმწიფოს გადასარჩენად, ივანიშვილი რამდენს დაიჭერს, 100 ადამიანს დაიჭერ?! 200?! 500?! 1 000?! არ გეყოფა ამდენი საკანი, წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მირჩევნია კონკრეტული მოქმედებებით გაგაცნოთ ოპოზიცია, ვიდრე მხოლოდ დაუმთავრებელი საუბრით მოგაბეზროთ თავი”, -განაცხადა მელიამ.