16 ივნისს ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვა

ქართველი სუმოისტი მეტსახელად ”ტოჩინოშინი” 16 ივნისს დაახლოებით დილის 12:00 საათზე თბილისში ჩამოფრინდება.

შეგახსენებთ, ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ 10-5 ბალანსი დააფიქსირა და ოძეკის წოდება შიმპანების სკანდალის მიუხედავად მაინც დაიბრუნა.

24 ივნისს სუმოს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, სადაც ტოჩინოშინს ოფიციალურად დაუბრუნებენ ოძეკის წოდებას.

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღეს გაატარებს და ამის შემდეგ იაპონიაში ზაფხულის ბაშოსთვის მოსამზადებლად დაბრუნდება.

რაც შეეხება გაგამარუს, თეიმურაზმა ბოლო ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა და შემდეგ ტურნირზეც იგივეს გამეორებას თუ მოახერხებს დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონიდან დაწინაურდება და უმაღლეს დივიზიონში ამოვა.