მიდით არჩევნებზე! ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! – პრეზიდენტი

“მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “,  – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს.

“ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს – ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს…და მათი ხმა ხვალ გაისმება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო! “, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

პოპულარული

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის...

კრემლის პროპაგანდისტი კობახიძის განცხადებას „ბრძნულს“ უწოდებს და „ოცნებას“„პოლიტიკურ რეალიზმს“ უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ...

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა – სააკაშვილი

მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა ”ქოცების” დივერსიაა... ჩემი პოლიტიკა...

გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს..გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა – ხაბეიშვილი ოპოზიციას

'გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს..გამბედაობაა საჭირო და...

ბაქომ კოვიდ-რეგულაციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19)...

შვედეთის არჩევნებში მემარცხენე პარტიები ლიდერობენ. ულტრამემარჯვენეებთან ერთად მოქმედი მთავრობის შანსები მცირდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით მემარცხენე პარტიების კოალიცია შვედეთის...

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა...

ყველა ამბავი

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, ისინი ძალადობაში იყვნენ ჩართული, თუმცა მზად ვართ ვაპატიოთ – კობახიძე

„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე...

როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა – კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა " - თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების და აღმზრდელის ინტოქსიკაციას,"ქართული ოცნების" პრემიერი  ირაკლი კობახიძე ეხმაურება."ზოგადად,...

” ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბავშვებისთვის, განათლებისთვის – ესაა ჩვენი ხელწერა” – ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება" ბათუმში ახალ სკოლას საზეიმოდ ხსნის. ღონისძიებაზე იმყოფებიან ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე, ასევე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე...

ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ბავშვების ინტოქსიკაციის გამო დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო.როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განაცხადა, სავარაუდო...

გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია, რაც ბოლო პერიოდში მივიღეთ – პაპუაშვილი

"გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია, რაც ბოლო პერიოდში მივიღეთ" - განაცხადა, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა....

NBC: აშშ-მ შესაძლოა ევროპიდან სამხედრო კონტინგენტის ნახევარი გაიყვანოს

NBC News-ის ინფორმაციით, პენტაგონი ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის თითქმის მესამედის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ტელეკომპანია ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, შვიდ...

რუსეთში სახელმწიფო დუმის სამდღიანი არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

რუსეთში პარასკევს, 18 სექტემბერს, დილის 08:00 საათზე ოფიციალურად დაიწყო სახელმწიფო დუმის სამდღიანი არჩევნები. პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში...

აცტეკური ხელნაწერი ორი საუკუნის შემდეგ მექსიკაში დააბრუნეს – თუმცა დროებით

Azcatitlan-ის კოდექსი — იშვიათი და განსაკუთრებით ღირებული ხელნაწერი, რომელიც აცტეკების ისტორიას ფერადი პიქტოგრამებით გვიყვება — 1840 წლის შემდეგ პირველად...

ინტოქსიკაციის ნიშნების გამო თბილისის 7 ბაგა–ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა–ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიზეზი...

ინტოქსიკაცია თბილისის 20 ბაგა-ბაღში – 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მიზეზი აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე,...

რუსეთში საჰაერო განგაშია – საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც

რუსეთში საჰაერო განგაშია - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება.​ამ...

ფინეთის პრეზიდენტი, მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტებისთვის და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენრებისთვის და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის.ამის შესახებ მან MTV-სთან ინტერვიუში ისაუბრა....