რომელი მოთხოვნაა შესრულებული, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი? – სამადაშვილი “ოცნებას”

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე ხელშესახები სიკეთეა, რომლითაც 2017 წლიდან ვსარგებლობთ, და რომლის მოპოვებსაც 11 წლიანი სისტემატიური შრომა და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება დასჭირდა. საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო ჯერ გამარტივებული სავიზო რეჟიმის, შემდეგ კი, უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარება. მსოფლიოს 195 სახელმწიფოდან, მსგავსი პრივილეგია-ანუ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება აქვს მხოლოდ 60 ქვეყენის მოქალაქეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გარდა პრაქტიკული მოხერხებულობისა საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველომ, მიიღო რა უვიზო რეჟიმი შენგების ქვეყნებთან, ჩვენ გადავინაცვლეთ წარმატებულის სახელმწიფოების შემადგენლობაში, რომელსაც ეს პრივილეგია ეკუთვნის. 

უვიზო მოგზაურობის შანსს, თან მოყვა ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დროებითი დასაქმების სქემები, სამუშაოდ, სასწავლებლად, სამკურნალოდ მარტივად გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. 

დღეს, ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, რომ ეს მრვალწლიანი შრომით მოპოვებული შესაძლებლობა დავკარგოთ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე შეიზღუდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს გაუუქმა უვიზოდ ევროკავშირსი მოგზაურობის უფლება. მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი პირველად სწორედ დიპლომატიური პასპორტებისთვის იქნა შემოღებული.

საზოგადეობას უნდა შევახსენოთ, რომ 31 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც ევროკომისიამ მისცა საქართველოს არალეგიტიმურ მმართველ რეჟიმს, კონკრეტული 8 პუნქტიანი პირობების შესასრულებლად. 

ქვეყანაში სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოს ყველა მოქალაქის  თავისუფალი ასოციაცისის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების დაცვა, პირადი სივრცის უფლების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციისთან დაცვა.
ე.წ. გამჭვირვალეობის, რუსული კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს სწორედ ამ უფლებებს და ასევე ყველა იმ კანონის გაუქმება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების დასაცავად. 

ანტი-კორუფციული ბიუროს რეფორმა და მისი საქმიანობის შესახებ კანონმდებლობლობის შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის დასკვნებთან. 

ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიაინი სტრატეგიის შემუშავება და კორუფციასთან სისტემური ბრძოლა. 

პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.
მესამე ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შესაბამისობაშ მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთა. 

დღეს, 12 აგვისტოს, მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომლის ე.წ. მინისტრთან კაბინეტმა გუშინ რაღაც მოგონილ ‘ევროკავშირთან ურთიერთობების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა და მორიგ ჯერზე სიცრუის მანქანის მეშვეობით ხალხის მოტყუებას ცდილობს, რომ თითქოს ცდილობს შეასრულოს ასოცირების შეთანხმების პირობები, მეორეს მხრივ საკუთარ დუგინის ჩინური ვერსიის მსგავსი პროპაგანდისტის შათირიშვილის ეპისტოლეებით, ატყუებს, რომ ევროპა თურმე აღარ წარმოადგენს არაფერს ღირებულს-მინდა ვკითხო, რომელი მოთხოვნაა აქედან შესრულებული და რომელით მოთხოვნის შესრულებას გეგმავთ?  საზაფხულო არდადგები მთავრდება, სექტემბრიდან ევროკავშირი გადავა მისი პირობების შესრულების პროცესის განხილვაზე და მაინტერესებს, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი? 

ანტიკორუფციული ბიურო ისევ პოლიტიკური დევნის ინსტურმენტია, არც ერთი რუსული კანონის გაუქმება არ იგეგმება, სასამართლო კლანი კონვეირული რეჟიმით უშვებს ხალხს ციხეში აქციებში მონაწილეობისთვის, შსს სამინისტრო კი ასევე კონვეირული წესით ბეჭდავს ჯარიმებს აქციებში მონაწილეობისთვის. მაინტერესებს რომელი მოთხოვნის შესრულებას გეგმავს ეს რეჟიმი და ეს უნდა აინტერესებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არ უნდა, რომ რამდენიმე თვეში გააგდონ იმ პრივილეგირებული ქვეყნების პასპორტების მფლობელების სიიდან, ვისაც უვიზოდ შეუძლია ევროპაში მოგზაურობა. ვისაც არ უნდა, რომ რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მსგავსად, ოცენბად გაუხდეს ვროპაში სამოგზაურო, სასწავლებელი, სამკურნალო თუ სამუშაო ვიზის აღება.

ვისაც არ უნდა, რომ მორიგ ჯერზე უთხრან, რომ წარმოადგენს წარუმატებელ, შეუმდგარ ქვეყანას, რომლის მოქალაქესაც უვიზოდ ცივილიზებულ ქვეყნებში არავინ უშვებს. 

უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის კიდევ ერთი დაკნინება, რომელზეც სრულად იქნება პასუხმსგებელი ივანიშვილი და მისი არალეგიტიმური რეჟიმი. ამიტომ ამ რეჟიმს დროულად უნდა მოვთხოვოთ. პასუხი, რას აკეთებენ დღეს, რომ ხვალ ეს სავალალო შედეგი არ დაგვიდგეს”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

პოპულარული

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ...

ადამ კადიროვმა თავის შეიარაღებულ რაზმში ჩეჩნური ელიტის შვილები აიყვანა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა,...

ზელენსკი: ტრამპის „ზავის“ დაწყებიდან რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე 76 დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ...

ყველა ამბავი

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური...

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და ამბობს, რომ წაიღეს ტელეფონი და კომპიუტერი. ის ძმის დაკავებასა და...

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a CEO სტივენ ბარტლეტთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი " - სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა გრძელდება.დღევანდელი სხდომა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას გამოსვლით დაიწყო,...

 აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, ახლა უკრაინა არ იქნებოდა – რუბიო

აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა, - ამის შესახებ  ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა...

დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 22 ოქტომბერს, მათმა წარმომადგენლებმა კლინიკა ვივამედში მოინახულეს დავით ფეიქრიშვილი."მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ...

შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით – პაპუაშვილი

"შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით" - აცხადებს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. "შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და  სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც...

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.„საქართველოს...