ავალიანის საქმეზე ბრალდებულები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ – პროკურატურა

spot_imgspot_img

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ შეხვედრაზე და მათ უმოწყალოდ სცემდნენ – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია ასამდე მოწმე, დანიშნულია და მიღებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა იმ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა. კერძოდ, დაახლოებით 22 საათსა და 20 წუთზე, ქ. თბილისი, ზღვის უბნის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მე-3 კვარტალი, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლინდა სხვა დანაშაულებრივი ფაქტები:

ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ჯგუფური ძალადობის მიმდინარეობას ისინი კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში.

დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა. შემდეგი ძალადობრივი ქმედებები:

1. 2025 წლის ზამთარში გიორგი რიკაძემ, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა, და სხვა პირებმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა 30 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა, მისი დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს. ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, ალექსანდრე გაბაშვილმა და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

2. ასევე, 2025 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად, უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.

3. იმავე მიზნითა და მოტივით, 2025 წლის თებერვალში, გიორგი რიკაძე დემეტრე ჩიქოვანთან და სხვა პირებთან ერთად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, მათთვის მიუღებელი პიროვნების დასჯისა და დაშინების მიზნით, თავს დაესხნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

4. 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ახალ სკვერში დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები ფიზიკურად გასწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. თავს დაესხნენ დაზარალებულებს და სხეულის არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.

ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.

სამივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.

აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ახლად გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

spot_imgspot_img

პოპულარული

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. სად და რა პირობებით არის შესაძლებელი მათი შეძენა

შპს “საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასკოლო ფორმები უკვე...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა....

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...
spot_img

ყველა ამბავი

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...